„თბილისი აკრები“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტია – ინოვაციური არქიტექტურისა და ფართომასშტაბიანი განაშენიანების კონცეფცია, რომელიც ქმნის ახალ ეკოგარემოს და ერთიან სივრცეში აერთიანებს დამოუკიდებელ საცხოვრებელ კომპლექსებსა და სხვადასხვა საზოგადოებრივ ობიექტს.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა არსებული ლანდშაფტისა და მიმდებარე ტერიტორიის ზუსტი 3D მოდელირება და ვიზუალიზაცია, მასალებისა და მასშტაბის სრული დაცვით. შეიქმნა როგორც ცალკეული საცხოვრებელი კომპლექსების დეტალური რენდერები, ასევე მთლიანი ტერიტორიის ვიზუალიზაცია, სადაც ახალი განაშენიანება ჰარმონიულად ერწყმის არსებულ ლოკაციასა და ბუნებრივ გარემოს.















