პროექტის ფარგლებში შემუშავდა თავისუფალი თეატრის შენობის არქიტექტურული და ექსტერიერის დიზაინი. ფასადის მთავარი ინსპირაცია სცენის ფარდა იყო, რომელიც ხის HPL პანელებით შეიქმნა.
ფასადზე შენარჩუნდა თეატრის ლოგო, როგორც ძველ შენობასთან ემოციური კავშირის მნიშვნელოვანი ელემენტი. ლოგო ორგანულად მოერგო ახალ არქიტექტურულ იერსახეს.
თეატრის შენობა დაკავშირებულია სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისთან“, რის შედეგადაც შეიქმნა ორი სივრცის ფუნქციური და ვიზუალური კავშირი ერთიან ურბანულ გარემოში.







