მთავარ კონტენტზე გადასვლა

თეთრი კვადრატი – ფილიგრინი 2

📍 თბილისი, საქართველო

პროექტისთვის მომზადდა მაღალი ხარისხის საპრეზენტაციო ვიდეო-რენდერი, რომელიც მოიცავდა სრულ შემოქმედებით პროცესს: სცენარის შემუშავებას, კადრირებას, ვიდეომონტაჟსა და მუსიკალურ გაფორმებას.

ვიდეო-რენდერში პროექტი წარმოდგენილია წელიწადის ოთხივე სეზონის ჭრილში. სეზონებს შორის გადასვლები ბუნებრივად და შეუმჩნევლად ვითარდება, რაც ქმნის რეალისტურ და შთამბეჭდავ ვიზუალურ გამოცდილებას.

ამასთან, გენერალური გეგმის საფუძველზე შეიქმნა ზუსტი 3D გარემო, რაც პროექტის სივრცისა და არქიტექტურული კონტექსტის სრულფასოვანი ვიზუალიზაციის საშუალებას იძლეოდა.