PSP Pharma-მ საქართველოში სილამაზის პირველი ფესტივალი ჩაატარა, რომელიც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე გაიმართა.
პროექტის ფარგლებში, 2,000 კვ.მ სივრცე 29 სხვადასხვა კომპანიისთვის ინდივიდუალურ, თუმცა ვიზუალურად ერთმანეთთან დაკავშირებულ ზონებად გარდაიქმნა. თითოეული სივრცე კონკრეტული ბრენდის მახასიათებლების, განწყობისა და ღირებულებების გათვალისწინებით დაიგეგმა, რაც კომპანიებს საკუთარი პროდუქციის ეფექტურად წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევდა.
პროექტზე მუშაობა ღონისძიების კონცეფციის, სტილისა და განწყობის განსაზღვრით დაიწყო, რასაც სივრცის ზონირება მოჰყვა. შეიქმნა სრული საპროექტო ნახაზები და თითოეული ზონის ინდივიდუალური 3D ვიზუალიზაციები. დამტკიცებული დიზაინის შესაბამისად, გამოფენის ყველა დეტალი დამზადდა ჩვენს საწარმოში და შემდეგ ადგილზე დამონტაჟდა. PSP-ს სილამაზის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი იყო, რომელიც წარმატებით განვახორციელეთ.





















































