ფრანგული სილამაზის ბრენდის Payot-ის საგამოფენო სივრცე PSP Pharma-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიებისთვის შეიქმნა. პროექტის ფარგლებში დამზადდა სპეციალური ხალიჩები, რომლებიც 700-მდე ყვავილისგან იყო შექმნილი და სივრცის მთავარ ვიზუალურ ელემენტს წარმოადგენდა.
ჩვენი მიზანი იყო ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ბრენდის პროდუქციას და მის ძირითად ვიზუალურ კონცეფციას – ყვავილებს – სრულად წარმოაჩენდა. სივრცისთვის ასევე დამზადდა პროდუქციის ფორმების მიხედვით შექმნილი ბოთლების დეკორაციები, რომელთა სიმაღლე 130–150 სმ-ს აღწევდა.
შედეგად შეიქმნა გამორჩეული და ფოტოგენური სივრცე, რომელიც ღონისძიების სტუმრებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნიდა და იდეალურ ფონს წარმოადგენდა ფოტო და ვიდეო გადაღებებისთვის. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სამუშაოების სრული ციკლი – კონცეფცია და დიზაინი, 3D ვიზუალიზაცია და რენდერი, წარმოება და მონტაჟი.
















