GPC-ის შოურუმი საახალწლო დეკორაციებით გაფორმდა, რომლებიც სივრცეში სადღესასწაულო და ჯადოსნურ განწყობას ქმნიდა. დეკორის მთავარ ელემენტებს წარმოადგენდა მოძრავი ნაძვის ხე და საახალწლო ბურთი, რომლის შიგნითაც თოვლის მოძრავი ფანტელების ეფექტი შევქმენით, რაც დეკორს განსაკუთრებულ დინამიკასა და ვიზუალურ ეფექტს ანიჭებდა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სრული საპროექტო ციკლი – კონცეფციის შემუშავება, დიზაინის შექმნა, 3D ვიზუალიზაცია, წარმოება და მონტაჟი.
















