მთავარ კონტენტზე გადასვლა

Heathcote & Ivory-ის სტენდები

📍 თბილისი, საქართველო

Heathcote & Ivory-ის სტენდები შეიქმნა PSP Pharma-სთვის. სტენდების კონსტრუქციებში გამოყენებულია ხის მასალები, ხოლო პროდუქციის ეფექტურად წარმოსაჩენად ინტეგრირებულია LED განათება. პროექტის მიზანი იყო ისეთი სტენდების შექმნა, რომლებიც თითოეულ პროდუქტს გამოკვეთილად წარმოაჩენდა და ბრენდის საერთო ვიზუალურ იდენტობას შეესაბამებოდა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სამუშაოების სრული ციკლი – კონცეფცია და დიზაინი, 3D ვიზუალიზაცია და რენდერი, წარმოება და ობიექტებზე მონტაჟი.