ფრანგული სილამაზის ბრენდის Algologie-სთვის შეიქმნა შოურუმის კონცეფცია, დიზაინი და 3D ვიზუალიზაციები. შოურუმის მთავარი კონცეფცია გახლდათ ზღვის ეკოსისტემა, რადგან ბრენდი პროდუქციას ოკეანის წყალმცენარეებისგან ამზადებს. ზღვის ბინადართა მაკეტები ხელით დამზადდა, ლურჯი ფონი და LED განათება კი ოკეანის ეკოსისტემის ეფექტს ქმნიდა.







