არქიტექტურა & პროდუქტი
მარკეტინგამდე მთავარია პროდუქტი
დეველოპერული პროექტის პოზიციონირება კამპანიით არ იწყება. ბინის ზომა და დაგეგმარება, საერთო სივრცეები, ინფრასტრუქტურა, ბუნებრივი განათება და ყოველდღიური კომფორტი უკვე ქმნის იმ ღირებულებას, რომლის კომუნიკაციაც მოგვიანებით ბრენდმა და მარკეტინგმა უნდა შეძლოს.
მომხმარებლის საჭიროებები იცვლება და ეს ცვლილება მხოლოდ სარეკლამო გზავნილებზე არ უნდა აისახოს. ის ჯერ პროდუქტში უნდა გამოჩნდეს.
მეტი ფართობი ყოველთვის მეტ ღირებულებას აღარ ნიშნავს
2025 წლის America at Home Study-ის მიხედვით, აშშ-ში გამოკითხული მომხმარებლების 40% მზად იყო უფრო მცირე საცხოვრებელი ფართობი განეხილა - 2022 წელს ეს მაჩვენებელი 21% იყო. 25% მზად იყო უფრო მცირე ოთახებისთვისაც, 2022 წლის 16%-თან შედარებით. კვლევა ოთხ ეტაპად თითქმის 16,000 რესპონდენტს მოიცავდა.
ამავე კვლევაში მომხმარებლების ინტერესში გამოიკვეთა მოქნილი, მრავალფუნქციური სივრცეები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მახასიათებლები და გარემოსთან კავშირი.
ეს აშშ-ის მონაცემია და სხვა ბაზარზე ავტომატურად ვერ გადავიტანთ. მაგრამ დეველოპერისთვის მნიშვნელოვანი პრინციპი ჩანს:
სწორი პროდუქტი არ ნიშნავს უბრალოდ მეტ კვადრატულ მეტრს. მნიშვნელოვანია, რას აკეთებს ეს სივრცე მომხმარებლისთვის.
მომხმარებელი სახლთან ერთად გარემოსაც ირჩევს
NAHB-ის 3,000-ზე მეტი ამერიკელი არსებული და პოტენციური მყიდველის კვლევაში მომხმარებლებისთვის სასურველ community features-ს შორის იყო საცალო ობიექტებთან სიახლოვე - 70%, პარკთან სიახლოვე - 66%, სასეირნო/სარბენი ბილიკები - 66% და ფეხით გადაადგილებისთვის მოსახერხებელი გარემო - 65%.
ეს მონაცემიც აშშ-ის ბაზარს ეხება. მისი მნიშვნელობა SECTOR-ისთვის კონკრეტულია: საცხოვრებელი პროდუქტი ბინის კართან არ მთავრდება.
ეზო, გამწვანება, გადაადგილება, საერთო სივრცეები, სერვისები და პროექტის კავშირი გარემოსთან საბოლოო შეთავაზების ნაწილია.
დეტალები, რომლებიც მომხმარებლისთვის რეალურ ღირებულებას ქმნის
2025 წლის უფრო ფართო ამერიკულ კვლევაშიც მსგავსი მიმართულება ჩანს: მომხმარებლები უფრო მცირე ფართობის სანაცვლოდ სულ უფრო მეტად აფასებდნენ ენერგოეფექტიანობას, ჰაერისა და წყლის ხარისხს, მოქნილ სივრცეებსა და ბუნებასთან კავშირს.
ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პროექტს ერთნაირი სერვისი სჭირდება.
პირიქით, სწორედ აქ არის კვლევის მნიშვნელობა.
პროდუქტის შექმნა არჩევანის გაკეთებაა
ყველა ტრენდის ერთ პროექტში მოთავსება კარგი პროდუქტის სტრატეგია არ არის.
სხვადასხვა აუდიტორიას განსხვავებული პრიორიტეტები აქვს. სხვადასხვა ფასის სეგმენტს - განსხვავებული მოლოდინი. სხვადასხვა ლოკაციას - განსხვავებული უპირატესობა და შეზღუდვა.
ამიტომ კითხვა არ უნდა იყოს:
„რომელი მახასიათებელია ახლა პოპულარული?“
უფრო მნიშვნელოვანი კითხვებია:
ვინ იცხოვრებს აქ?
როგორ იცხოვრებს?
რისთვის არის მზად გადაიხადოს?
რა არის მისთვის აუცილებელი და რა უბრალოდ სასურველი?
და რომელი გადაწყვეტილება ქმნის რეალურ განსხვავებას კონკურენტებთან შედარებით?
ამ კითხვებზე პასუხი უკვე განსაზღვრავს apartment mix-ს, დაგეგმარებას, ინფრასტრუქტურას, საერთო სივრცეებს, ფასს და საბოლოოდ - პოზიციონირებას.
SECTOR VIEW
დეველოპერული პროექტის კომუნიკაცია არ უნდა იწყებოდეს იმით, რა შეგვიძლია ვთქვათ პროექტზე.
ის უნდა იწყებოდეს კითხვით:
რა შევქმენით ისეთი, რაზეც ღირს საუბარი?
სწორედ ამიტომ SECTOR-ის მიდგომაში კვლევა, პროდუქტი, არქიტექტურა, ბრენდი და მარკეტინგი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეტაპები არ არის.
აუდიტორიის ცოდნა | პროდუქტის გადაწყვეტილება | სივრცე და გამოცდილება | პოზიციონირება | კომუნიკაცია | მოთხოვნა.
როდესაც ეს კავშირი თავიდანვე არსებობს, მარკეტინგს აღარ უწევს პროდუქტის ღირებულების გამოგონება.
მისი ამოცანაა, უკვე შექმნილი ღირებულება სწორად დაინახოს, ჩამოაყალიბოს და მომხმარებლამდე მიიტანოს.
წყაროები
National Association of Realtors — America at Home Study, 2025
NAHB — Home Buyers' Ideal Community
NAHB — Home Buyers Preferences for Window and Door Features
NAHB — Home Buyers Are Looking for Amenity Loaded Kitchens and Bathrooms
სხვა სტატიები

ბაზარი & ტენდენციები
უძრავი ქონების ბაზრის წესები იცვლება
2025 წელს უძრავი ქონების გლობალური საინვესტიციო ტრანზაქციების მოცულობა 14%-ით გაიზარდა და $888.6 მილიარდს მიაღწია. PwC-ისა და Urban Land Institute-ის 2026 წლის გლობალური მიმოხილვა ამას ბაზრის აღდგენის ნიშნად განიხილავს. თუმცა, იმავე კვლევის მთავარი სურათი უფრო საინტერესოა: ბაზარი აქტიურდება, მაგრამ ძველ წესებს აღარ უბრუნდება.

სტრატეგია & ბრენდი
კარგი პროექტი ყოველთვის ძლიერი ბრენდი არ არის
არქიტექტურა, ლოკაცია და პროდუქტი პროექტის საფუძველია. მაგრამ თუ მათი ღირებულება მკაფიო პოზიციონირებად და თანმიმდევრულ გამოცდილებად ვერ გარდაიქმნა, ბაზარმა შეიძლება პროექტი ისე ვერ დაინახოს, როგორც დეველოპერმა ჩაიფიქრა.

კომუნიკაცია & კონტენტი
მეტი კონტენტი ყოველთვის მეტ კომუნიკაციას არ ნიშნავს
უძრავი ქონების მყიდველს დღეს უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ოდესმე. ამიტომ პროექტის ამოცანა მხოლოდ ხილვადობა აღარ არის. მთავარია, რამდენად სწრაფად და მკაფიოდ შეუძლია მომხმარებელს გაიგოს, რას სთავაზობს პროექტი და, რატომ არის ეს მისთვის მნიშვნელოვანი.

ზრდა & გაყიდვები
ნახვებიდან გაყიდვებამდე: რას უნდა ზომავდეს დეველოპერული პროექტი
Reach, views, clicks და leads გვაჩვენებს, როგორ მუშაობს კომუნიკაცია. მაგრამ დეველოპერული ბიზნესისთვის მთავარი კითხვა სხვაა: როგორ გარდაიქმნება ყურადღება რეალურ მოთხოვნად და მოთხოვნა - გაყიდვად?