მთავარ კონტენტზე გადასვლა

სტრატეგია & ბრენდი

კარგი პროექტი ყოველთვის ძლიერი ბრენდი არ არის

არქიტექტურა, ლოკაცია და პროდუქტი პროექტის საფუძველია. მაგრამ თუ მათი ღირებულება მკაფიო პოზიციონირებად და თანმიმდევრულ გამოცდილებად ვერ გარდაიქმნა, ბაზარმა შეიძლება პროექტი ისე ვერ დაინახოს, როგორც დეველოპერმა ჩაიფიქრა.

8 სექტემბერი, 2026 · 3 წთ საკითხავი

უძრავი ქონების განვითარება ბუნებრივად კომპლექსური პროცესია. Urban Land Institute მას აღწერს როგორც პროცესს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს დაგეგმვას, დიზაინს, ფინანსებს, მშენებლობას და საბოლოო ოპერირებას ან გაყიდვას. შესაბამისად, პროექტის შექმნაში მრავალი განსხვავებული სპეციალისტი მონაწილეობს.

ეს მრავალფეროვნება აუცილებელია. პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც სხვადასხვა მიმართულება ერთსა და იმავე პროექტზე მუშაობს, მაგრამ არა ერთი და იმავე იდეიდან.

ბრენდი ლოგოთი არ იწყება

ძლიერი ბრენდის შექმნა არ ნიშნავს უკვე შექმნილი პროექტისთვის სახელის, ლოგოსა და სარეკლამო კამპანიის დამატებას.

McKinsey-ის მიხედვით, ბრენდის პოზიციონირება უნდა ეფუძნებოდეს იმას, თუ რა არის მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი, გამორჩეული და სანდო; შემდეგ კი ეს დაპირება მომხმარებელთან ურთიერთობის სხვადასხვა წერტილში თანმიმდევრულად უნდა შესრულდეს.

უძრავ ქონებაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თავად პროდუქტი ბრენდის გამოცდილების ნაწილია.

თუ პროექტი თავს ოჯახებისთვის შექმნილ საცხოვრებელ გარემოდ პოზიციონირებს, ეს მხოლოდ კამპანიაში არ უნდა ჩანდეს. დაგეგმარება, საერთო სივრცეები, ინფრასტრუქტურა, სერვისები და მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილებაც იმავე დაპირებას უნდა ამყარებდეს.

სხვა შემთხვევაში ჩნდება განსხვავება იმას შორის, რასაც პროექტი ამბობს და რასაც რეალურად სთავაზობს მომხმარებელს.

ბრენდის ღირებულება გამოცდილებით მტკიცდება

McKinsey-ის 2024 წლის residential real-estate ანალიზი ბრენდს, მომხმარებლის გამოცდილებასა და ტექნოლოგიურ touchpoint-ებს ერთმანეთთან აკავშირებს. ავტორები აღნიშნავენ, რომ მათ მიერ შესწავლილ საცხოვრებელ პლატფორმებში, მსგავსი შენობის მახასიათებლების - მათ შორის, ლოკაციის, ასაკისა და amenities-ის - გათვალისწინების შემდეგაც, ყველაზე მაღალი და დაბალი შედეგების მქონე მოთამაშეებს შორის 15%-მდე სხვაობა დაფიქსირდა.

ეს არ ნიშნავს, რომ ძლიერი ბრენდი ავტომატურად 15%-იან ფინანსურ უპირატესობას ქმნის ყველა ბაზარზე - კვლევა კონკრეტულ residential rental პლატფორმებს ეხება.

მაგრამ ის მნიშვნელოვან კავშირს აჩვენებს: უძრავ ქონებაში მომხმარებლის მიერ აღქმული ღირებულება მხოლოდ ფიზიკური მახასიათებლებით არ იქმნება.

ბრენდი, გამოცდილება, მომსახურება და ციფრული ურთიერთობაც პროდუქტის აღქმის ნაწილია.

განსხვავება იწყება მომხმარებლის გაგებით

ბრენდის სტრატეგია ყველაზე სუსტი მაშინ ხდება, როდესაც ჯერ იქმნება გზავნილი და მხოლოდ შემდეგ ვეძებთ აუდიტორიას, რომელსაც ეს გზავნილი უნდა მოვარგოთ.

McKinsey-ის ბრენდის მეთოდოლოგიაც საპირისპირო ლოგიკას უსვამს ხაზს: განსხვავებული პოზიციონირების განსაზღვრისას მნიშვნელოვანია მომხმარებლის საჭიროებებისა და სეგმენტების კვლევა და ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება.

დეველოპერული პროექტისთვის ეს ნიშნავს, რომ კითხვები კომუნიკაციის დაწყებამდე უნდა იყოს პასუხგაცემული.

ვისთვის ვქმნით?

რა არის მისთვის ღირებული?

რას ვთავაზობთ განსხვავებულს?

რატომ უნდა აგვირჩიოს?

პოზიციონირება გადაწყვეტილებაა და არა სლოგანი

კარგი პოზიციონირება საბოლოოდ განსაზღვრავს არა მხოლოდ იმას, რას ვამბობთ, არამედ იმასაც, რას ვაკეთებთ.

თუ პროექტის სტრატეგიული იდეა რეალურად ძლიერია, მისი კვალი უნდა ჩანდეს პროდუქტში, არქიტექტურაში, ფასში, ბრენდში, კონტენტში, გაყიდვების გამოცდილებასა და მომხმარებელთან ურთიერთობაში.

სწორედ აქ გადადის ბრენდინგი ვიზუალური იდენტობიდან ბიზნესსტრატეგიაში.

SECTOR VIEW

SECTOR-ისთვის ბრენდი პროექტის ბოლოს დამატებული საკომუნიკაციო ფენა არ არის.

ის არის ბაზრის, მომხმარებლისა და პროდუქტის შესახებ მიღებული ცოდნის გარდაქმნა მკაფიო პოზიციონირებად და შემდეგ, ამ პოზიციონირების თანმიმდევრულად გადატანა პროექტის ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე.

ამიტომ ჩვენი ლოგიკა ასეთია:

კვლევა | პროდუქტი | პოზიციონირება | ბრენდი | გამოცდილება | კომუნიკაცია | მოთხოვნა.

როდესაც ეს ეტაპები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვითარდება, ბრენდს უწევს პროექტის ახსნა.

როდესაც ისინი ერთი სტრატეგიიდან მოდის, თავად პროექტი იწყებს ბრენდის დაპირების დამტკიცებას.

წყაროები

Urban Land Institute — Development for Nondevelopers, 2025
McKinsey — The new real estate investment edge: Tech-enabled brand, CX, and loyalty
McKinsey — Branding: Growth, Marketing & Sales

სხვა სტატიები

The Rules of the Real Estate Market Are Changing

ბაზარი & ტენდენციები

უძრავი ქონების ბაზრის წესები იცვლება

2025 წელს უძრავი ქონების გლობალური საინვესტიციო ტრანზაქციების მოცულობა 14%-ით გაიზარდა და $888.6 მილიარდს მიაღწია. PwC-ისა და Urban Land Institute-ის 2026 წლის გლობალური მიმოხილვა ამას ბაზრის აღდგენის ნიშნად განიხილავს. თუმცა, იმავე კვლევის მთავარი სურათი უფრო საინტერესოა: ბაზარი აქტიურდება, მაგრამ ძველ წესებს აღარ უბრუნდება.

15 სექტემბერი, 2026 · 4 წთ საკითხავი
Product Comes Before Marketing

არქიტექტურა & პროდუქტი

მარკეტინგამდე მთავარია პროდუქტი

დეველოპერული პროექტის პოზიციონირება კამპანიით არ იწყება. ბინის ზომა და დაგეგმარება, საერთო სივრცეები, ინფრასტრუქტურა, ბუნებრივი განათება და ყოველდღიური კომფორტი უკვე ქმნის იმ ღირებულებას, რომლის კომუნიკაციაც მოგვიანებით ბრენდმა და მარკეტინგმა უნდა შეძლოს.

1 სექტემბერი, 2026 · 3 წთ საკითხავი
More Content Does Not Always Mean More Communication

კომუნიკაცია & კონტენტი

მეტი კონტენტი ყოველთვის მეტ კომუნიკაციას არ ნიშნავს

უძრავი ქონების მყიდველს დღეს უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ოდესმე. ამიტომ პროექტის ამოცანა მხოლოდ ხილვადობა აღარ არის. მთავარია, რამდენად სწრაფად და მკაფიოდ შეუძლია მომხმარებელს გაიგოს, რას სთავაზობს პროექტი და, რატომ არის ეს მისთვის მნიშვნელოვანი.

25 აგვისტო, 2026 · 4 წთ საკითხავი
From Views to Sales: What Should a Development Project Measure?

ზრდა & გაყიდვები

ნახვებიდან გაყიდვებამდე: რას უნდა ზომავდეს დეველოპერული პროექტი

Reach, views, clicks და leads გვაჩვენებს, როგორ მუშაობს კომუნიკაცია. მაგრამ დეველოპერული ბიზნესისთვის მთავარი კითხვა სხვაა: როგორ გარდაიქმნება ყურადღება რეალურ მოთხოვნად და მოთხოვნა - გაყიდვად?

18 აგვისტო, 2026 · 4 წთ საკითხავი